აბურჯანიამ „კარტახენა“ დატოვა - ქართველის დამატება „სანდერლენდს“ სურს #1TVSPORT
აბურჯანიამ „კარტახენა“ დატოვა - ქართველის დამატება „სანდერლენდს“ სურს #1TVSPORT

გიორგი აბურჯანიამ ესპანური „კარტახენა“ დატოვა, – ინფორმაცია სოციალური ქსელით საქართველოს ნაკრების საყრდენმა ნახევარმცველმა გაავრცელა.

სად გააგრძელებს კარიერას 26 წლის აბურჯანია? ჟურნალისტის, ანხელ გარსიას წერილში ნათქვამია, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველთან კონტრაქტის გაფორმებას „სანდერლენდი“ აპირებს.

ეს ის გუნდი აღარაა, რაც გვახსოვს. ამჟამად, „სანდერლენდი“ ინგლისის პირველ საფეხბურთო ლიგაში თამაშობს, რომელიც რანგით ინგლისის მესამე ლიგაა.

გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი აბურჯანიამ მიიღო კლუბის შემოთავაზება და შესაძლოა, „სანდერლენდის“ პირველი ტრანსფერი ზაფხულში ქართველის დამატება იყოს. გუნდმა ცენტრალური ნახევარმცველის დამატება მას შემდეგ გადაწყვიტა, როდესაც სეზონის ბოლოს რამდენიმე წამყვანმა მოთამაშემ დატოვა.

აბურჯანიამ ითამაშა საქართველოს ბოლო საერთაშორისო მატჩებში, რუმინეთთან და ნიდერლანდებთან, მან პირველ მატჩში გოლის გატანაც მოახერხა. 26 წლის ფეხბურთელმა პროფესიული კარიერა ზუსტად 10 წლის წინ თორნიკე მაისურაძის ხელმძღვანელობით რუსთავის „მეტალურგში“ დაიწყო. „კარტახენამდე“ ირიცხებოდა გორის „დილაში“, თბილისის „ლოკომოტივში“, „ანორთოსისში“, „სევილიაში“, „ლუგოში“, „ტვენტესა“ და „ოვიედოში“.

დატოვე კომენტარი