აბურჯანია „ტვენტეში" დარჩა და ვარჯიში განაახლა
აბურჯანია „ტვენტეში" დარჩა და ვარჯიში განაახლა

ნიდერლანდური გამოცემა „ვოეტბალპრიმერის“ (voetbalprimeur)ს ინფორმაციით, ენსხედესტვენტემ“ ვარჯიში განაახლა, ხოლო საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს, გიორგი აბურჯანიას საიჯარო ხელშეკრულება ერთი წლით გაუხანგრძლივა.

„ცნობილი გახდა, რომ „ტვენტემ“ ვარჯიშები განაახლა. გუნდში აღარ არის სამი მოთამაშე, რომლებიც საიჯარო ხელშეკრულებით თამაშობდნენ. ახლა მსგავსი კონტრაქტით დამატებული მხოლოდ ხუთი მოთამაშე დარჩა, მათ შორის გიორგი აბურჯანია. მასთან საიჯარო ხელშეკრულება კიდევ ერთი სეზონი გაგრძელდება“, – წერს გამოცემა.

გიორგი აბურჯანია ესპანურ „სევილიაში“ 2016 წელს ტარაგონასხიმნასტიკიდან“ გადავიდა, მაგრამ მას შემდეგ იჯარით ჯერ ლა ლიგა 2-ის „ლუგოში“ წავიდა, ხოლო 2019 წლიდან ნიდერლანდურ „ტვენტეში“ ირიცხება (8 მატჩი, 1 გოლი).

გიორგი აბურჯანიას 2016 წლიდან სისტემატურად იწვევენ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, რომლის ფორმითაც 14 მატჩი ჩაატარა.