აბურჯანია „პორტო ბ“-სთან დაშავდა და უახლოეს პერიოდში დაისვენებს #1TVSPORT
აბურჯანია „პორტო ბ“-სთან დაშავდა და უახლოეს პერიოდში დაისვენებს #1TVSPORT

„ჟილ ვისენტეში“ გადასული გიორგი აბურჯანია „პორტო ბ“-სთან ამხანაგურ მატჩში მძიმედ დაშავდა და უახლოეს პერიოდში დაისვენებს.

პორტუგალიური კლუბის ქართველ ახალწვეულს კოჭის მყესები დაუწყდა. „პორტო ბ“-ს ფეხბურთელმა აბურჯანიასთან ძალიან უხეშად ითამაშა და პორტუგალიელები წერენ, რომ მყესების დაზიანების გარდა, გიორგი მოტეხილობას გადაურჩა.

მაგრამ წინასწარი ვარაუდით, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს ხანგრძლივი პაუზა არ მოუწევს. გუნდის სამედიცინო შტაბის წარმომადგენელთა ცნობით, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გუნდს მინიმუმ ერთი თვე ვერ დაუბრუნდება.

აბურჯანიამ სეზონის შემდეგ ესპანეთის ლა ლიგა 2-ის „კარტახენა“ დატოვა და „ჟილ ვისენტეს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. 25 წლის ქართველი მოთამაშე გუნდს პორტუგალიის უმაღლესი ლიგის სეზონის საწყის ტურებში ვერ დაეხმარება.