აბურჯანია „ოვიედოში“ წარადგინეს - იმედი მაქვს, კარგ სეზონს ჩავატარებთ
აბურჯანია „ოვიედოში“ წარადგინეს - იმედი მაქვს, კარგ სეზონს ჩავატარებთ

გიორგი აბურჯანია „ტვენტედან“ ისევ ესპანეთში დაბრუნდა – საქართველოს ნაკრების 25 წლის ნახევარმცველი სეგუნდა დევიზიონისოვიედოში“ ოფიციალურად წარადგინეს.

პრეზენტაციაზე გიორგი აბურჯანიამ ტრანსფერის დეტალებზე ილაპარაკა და არ დამალა, რომ ესპანეთში დაბრუნებით გახარებულია.

„ესპანეთში ძლიერი ჩემპიონატი და დიდი კონკურენციაა, მაგრამ მჯერა, რომ შეგვიძლია კარგად გამოვიდეთ. შემიძლია თუ არა გუნდს დავეხმარო? ეს მწვრთნელისა და სპორტული დირექტორის, არნაუს საქმეა. საკუთარ თავზე საუბარი არ მიყვარს. გუნდისთვის ყოველდღე ასი პროცენტით დავიხარჯები,” – ამბობს აბურჯანია.

25 წლის ქართველს შეახსენეს, რომ ამჟმინდელ თაგუნდელებთან, მოსასა და ტეხერასთანხიმნასტიკში“ თამაშობდა:

„ვესაუბრე მოსას. მან კლუბზე და გულშემატკივრებზე წარმოდგენა შემიქმნა. ორივესთან მითამაშია და ისინი შესანიშნავი ფეხბურთელები არიან. იმედი მაქვს, რომ ეს ყველასთვის შესანიშნავი სეზონი იქნება”.

რაც შეეხება გუნდს, გიორგის თქმით, მასზე წარმოადგენა უკვე აქვს:

„სეზონის დაწყების შემდეგ „ოვიედოს“ ორივე მატჩი ვნახე, მანამდე ბილბაოს „ატლეტიკთან“ ამხანაგური შეხვედრა ჰქონდა და იმასაც მივადევნე თვალი. ვხედავ გუნდს, რომელსაც აქვს ძალიან მკაფიო მიზნები და იმედი მაქვს, რომ კარგ სეზონს ჩავატარებთ. ეს რთული შეჯიბრებაა, მაგრამ შედეგს კვირიდან კვირამდე, ეტაპობრივად უნდა მივაღწიოთ. ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რაც შეიძლება მეტი ქულის მოპოვება. შედეგის მისაღწევად კი გამოცდილი მოთამაშეები გვყავს”.

დაბოლოს, გიორგის ჰკითხეს, მზად არის თუ არა შემდეგი ტურის მატჩისთვის:

„მიმაჩნია, რომ კარგ კონდიციებში ვარ. ვითამაშებ მაშინ, როდესაც ამას მწვრთნელი ჩათვლის საჭიროდ. ლა ლიგის პროტოკოლის მიხედვით ვიქცევი და ჯერ გუნდთან არანაირი კონტაქტი არ მაქვს. მე მინდა მომავალი კვირის ბოლოს ვითამაშო. ნიდერლანდებში სეზონი ივნისში დავიწყეთ, ამიტომ სათამაშოდ მზად ვარ”.