აბურჯანია ისევ ძირითადში იყო - „ჟილ ვისენტემ“ კონკურენტი ვერ დაამარცხა #1TVSPORT
აბურჯანია ისევ ძირითადში იყო - „ჟილ ვისენტემ“ კონკურენტი ვერ დაამარცხა #1TVSPORT

გიორგი აბურჯანიას „ჟილ ვისენტე“ პორტუგალიის ჩემპიონატში „შავეშს“ დაუპირისპირდა და კონკურენტთან პრინციპულ მატჩში მხოლოდ ქულა მოიპოვა – 0:0.

პორტუგალიის ​პრიმეირალიგის 27-ე ტურის შეხვედრას „ჟილ ვისენტემ“ უმასპინძლა, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი „ჟილ ვისენტეს“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 75 წუთი ითამაშა.

„ჟილ ვისენტეს“ მეტოქე მისი უშუალო კონკურენტი იყო, რომელიც სატურნირო ცხრილში მასზე წინ არის, აქედან გამომდინარე, მატჩის შედეგს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

ჟილ ვესენტემ“ საგაზაფხულო ეტაპზე პორტუგალიურ გრანდებთან კარგად ითამაშა – „პორტუს“ სტუმრად მოუგო (2:1), შინ კი „სპორტინგს“ დაუზავდა (0:0), თუმცა გაცილებით სუსტ „შავეშს“ ვერაფერი მოუხერხა და გუნდები ერთმანეთს უგოლოდ დაშორდნენ – 0:0.

27 ტურის შემდეგ „ჟილ ვისენტე“ 31 ქულით მე-13 ადგილზეა და სეზონის დასრულებამდე შვიდი ტურით ადრე აუტსაიდერთა ზონას 12 ქულით არის დაშორებული.