გიორგი აბუაშვილი რუმინეთის სუპერლიგის „პეტროლულის“ ფეხბურთელი გახდა – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„მოგესალმებით, გიორგი აბუაშვილო! ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის, გიორგი აბუაშვილის ტრანსფერზე „პეტროლულმა“ „პორტუსთან“ საბოლოო შეთანხმებას მიაღწია.
20 წლის ასაკში გიორგიმ პროფესიონალურ ფეხბურთში სადებიუტო სეზონი „დინამო თბილისში“ ჩაატარა, სადაც მოიპოვა ჩემპიონის ტიტული, მოგვიანებით კი „პორტომ“ წაიყვანა. ის საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში რეგულარულად თამაშობს! გისურვებთ წარმატებებს და ბევრ ტიტულს ჩვენს გუნდში!“ – წერია პლოეშტის „პეტროლულის“ განცხადებაში.
„პეტროლული“ 1924 წელს ბუქარესტში „იუვენტუსის“ სახელით დაარსდა. 1952 წელს გუნდი გადავიდა ქალაქ პლოეშტში და ხუთი წლის შემდეგ მიიღო ამჟამინდელი სახელი – „პეტროლული“. კლუბმა ოთხჯერ მოიგო ჩემპიონის ტიტული, სამჯერ – რუმინეთის თასი და ორჯერ – რუმინეთის სუპერთასი.
„დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილი გიორგი აბუაშვილი პორტუგალიურ კლუბში 2021 წლის 1 ივლისს გადავიდა და „პორტო ბ“-ში თამაშობდა. მისი ახალი კლუბი რუმინეთის სუპერლიგაში გამოდის – „პეტროლული“ 7 ტურის შემდეგ 12 ქულით მეოთხე პოზიციაზეა.