აბუ დაბიში გამართული აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ბოლო ქარდის შედეგები
აბუ დაბიში გამართული აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ბოლო ქარდის შედეგები

აბუ დაბის საბრძოლო კუნძული უაღრესად საინტერესო ღონისძიებით დაბრუნდა. გულშემატკივარმა 2 სატიტულო ბრძოლა იხილა. ისრაელ ადესანიამ პაულო კოსტას შანსი არ დაუტოვა და შთამბეჭდავი ნოკაუტით გაიმარჯვა. საშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონმა ტიტული უკვე მეორედ დაიცვა. ნახევრად საშუალო წონით დივიზიონს კი ახალი ჩემპიონი ჰყავს. იან ბლაჰოვიჩმა ბევრისთვის მოულოდნელად დომინიკ რეიესს მეორე რაუნდში ნოკაუტით სძლია და საუკეთესოს ტიტულს დაეუფლა. სხვა ბრძოლების შედეგები კი ასე გამოიყურება

დანილო მარკესმა ხადის იბრაგიმოვი მსაჯთა საერთო გადაწყვეტილებით დაამარცხა (29-28, 29-28, 30-27)

ვეტერანმა ხუან ესპინომ უპრობლემოდ, მტკივნეული ილეთით ჯეფ ჰიუზს სძლია.

ვილიამ ნაიტმა ალექსა კამურს მსაჯთა საერთო გადაწყვეტილებით მოუგო (29-28, 30-27, 30-27)

სლოვაკმა დებიუტანტმა ლუდოვიტ კლეინმა შეინ იანგი პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.

ჯეიკ მეთიუსმა ვეტერან დიეგო სანჩესს დამაჯერებლად მოუგო (30-26, 30-26, 30-26)

ბრედ რიდელმა ალექს და სილვას დაძაბულ ბრძოლაში სძლია (29-28, 29-28, 29-28)

ჰაკიმ დავოდუ ზუბაირა ტუხუგოვზე ძლიერი გამოდგა, მან მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით მოიგო (28-29, 30-27, 29-28)

კეტლინ ვიეირამ სიჯარა ეუბანკსს ასევე მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით სძლია (29-28, 29-28, 29-28)

ბრენდონ როივალმა ბევრი გააკვირვა და კაი კარა ფრანსი მტკივნეული ილეთით დაამარცხა.