აბუ-დაბიში დიდი სლემის ტურნირი დაიწყო, მარგველაშვილი ოქროსთვის იბრძოლებს | ძიუდო
აბუ-დაბი ძიუდოში დიდი სლემის ტურნირი დაიწყო, რომელიც 24-დან 26 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება.
ტურნირზე დღეს სამი ქართველი გამოვიდა საასპარეზოდ. ვაჟა მარგველაშვილმა (66კგ) ერთი წრე გაიარა და 1/16 ფინალში კუბელ სპორტსმენს დაუპირისპირდება. ტატიანა ლევიცკა-შუკვანმაც (52კგ) ერთი ორთაბრძოლა მოიგო და ვიეტნამელ ძიუდოისტს შეხვდება, ხოლო მარიამ ჯანაშვილი (52კგ) პირველივე წრეში გამოეთიშა ასპარეზობას.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა აბუ-დაბის ტურნირზე:
66კგ – ვაჟა მარგველაშვილი.
73კგ – ფრიდონ გიგანი, გიორგი ჩიხელიძე.
81კგ – ლუკა მაისურაძე, ზებედა რეხვიაშვილი.
90კგ – გიორგი პაპუნაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი.
100კგ – ლევან მატიაშვილი.
52კგ – ტატიანა ლევიცკა-შუკვანი, მარიამ ჯანაშვილი