აბუ დაბის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია | ძიუდო
აბუ დაბის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია | ძიუდო

ძიუდოში, 2018 წლის ბოლოს წინა დიდ მუზარადზე, საქართველოს ვაჟთა ნაკრების შემადგენლობა დასახელდა. შემადგენლობაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის – გურამ თუშიშვილის და ბექა ღვინიაშვილის გარდა, შვიდივე ის სპორტსმენია, რომლებმაც 20-27 სექტემბერს, ბაქოში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზა. მათ ასევე ფრიდონ გიგანი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლასა ტაველური, ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი დაემატებათ. შედეგად, საქართველოს ნაკრების თორმეტკაციანმა განაცხადმა საბოლოოდ ასეთი სახე მიიღო:

60კგ- ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი.
66კგ- ვაჟა მარგველაშვილი.
73კგ- ლაშა შავდათუაშვილი, ფრიდონ გიგანი.
81კგ- ზებედა რეხვიაშვილი.
90კგ- ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი.
100კგ- ვარლამ ლიპარტელიანი, ლაშა ტაველური
+100 ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი.

შეჯიბრი 27-დან 29 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება და მასზე უკევე 64 ქვეყნის 433 ძიუდოისტი დარეგისტრირდა.