აბუ დაბის გრანდ სლემზე საქართველოდან მხოლოდ ლაშა შავდათუაშვილი იასპარეზებს #1TVSPORT
აბუ დაბის გრანდ სლემზე საქართველოდან მხოლოდ ლაშა შავდათუაშვილი იასპარეზებს #1TVSPORT

არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში 26-28 ნოემბერს, ძიუდოში 2021 წლის ბოლო გრანდ სლემი გაიმართება.

ტურნირში მონაწილეობას ქართველებიდან მხოლოდ ლაშა შავდათუაშვილი მიიღებს, რომელიც ასპარეზობას ხვალ, 27 ნოემბერს დაიწყებს. აბუ დაბის გრანდ სლემზე, რომელშიც ხუთი კონტინენტიდან 42 ქვეყნის 232 ძიუდოისტი იჭიდავებს, შავდათუაშვილი კი ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენი იქნება.

ლაშამ მიმდინარე წელს ძალიან კარგად იჭიდავა და ძიუდოს ტურის ბოლო გრანდ სლემის მოგებასაც აუცილებლად შეეცდება. 29 წლის ქართველი შეჯიბრის ქავერ“ ფოტოზეა გამოსახული. შავდათუაშვილი ტურნირზე საკუთარ წონაში (73კგ) პირველ ნომრად იქნება განთესილი და წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში, მისი მთავარი მეტოქე სავარაუდოდ, ტოკიოს ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი, მონღოლი ცენდ-ოჩირ ცოგტბაატარი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ლაშა შავდათუაშვილი 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულია, 2021 წელს კი ბუდაპეშტში მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა. ქართველის ანგარიშზეა ასევე 2013 წელს ევროპის პირველობის ოქროს მედალი. ლაშა მიმდინარე წელს მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებით პირველი ქართველი ძიუდოისტი გახდა, ვისაც სამივე ოლიმპიადის, ევროპის და მსოფლიოს ოქროს მედლები აქვს მოპოვებული.