აბუ-დაბიდან ამსტერდამში მიმავალ KLM-ის ავიარეისზე ინციდენტი მოხდა
აბუ-დაბიდან ამსტერდამში მიმავალ KLM-ის ავიარეისზე ინციდენტი მოხდა

​აბუ-დაბიდან ამსტერდამში მიმავალ KLM-ის ავიარეისზე ინციდენტის გამო, ჰოლანდიის სამხედრო საჰაერო ძალებმა F-16 ტიპის ორი ავიაგამანადგურებლის მობილიზაცია განახორციელეს. ინციდენტის მიზეზი აგრესიული ამერიკელი მგზავრი გახდა, რომელიც არ დაემორჩილა ბორტგამცილებლის მოთხოვნას, ადგილზე დაბრუნებულიყო. 29 წლის ამერიკელ მამაკაცსა და ბორტგამცილებელს შორის შელაპარაკება მოხდა. აგრესიული მგზავრის დამშვიდება ეკიპაჟის წევრებმა და მგზავრებმა ერთობლივად შეძლეს. ინციდენტის დროს რამდენიმე მგზავრი მსუბუქად დაშავდა. თვითმფრინავმა ავარიული დაშვების ნებართვა მიიღო. სხიპოლის აეროპორტში დაჯდომისთანავე, აგრესიული მგზავრი პოლიციამ დააკავა.