აბსოლუტურმა საბრძოლო ჩემპიონატმა ქვემსუბუქი (bantamweight) წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტული, ოფიციალურად ვაკანტური გახადა
აბსოლუტურმა საბრძოლო ჩემპიონატმა ქვემსუბუქი (bantamweight) წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტული, ოფიციალურად ვაკანტური გახადა

ჰენრი სეხუდო (16-2) ქვემსუბუქი (bantamweight) წონითი დივიზიონის ჩემპიონი აღარ არის. ოფიციალურმა საბრძოლო ჩემპიონატმა მისი სახელი ჩემპიონების სიიდან ამოიღო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სეხუდომ კარიერის დასრულების შესახებ, დომინიკ კრუზის დამარცხების შემდეგ განაცხადა.

„ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი კარიერით. მე ამ სპორტში საკმარისი გავაკეთე. ამჟამად, უკვე კარიერის დასრულება მსურს. მე მინდა, რომ დავისვენო. 33 წლის ვარ და ოჯახთან მეტი დროის გატარება მსურს. 11 წლიდან დაუღალავად ვშრომობდი იმისათვის, რომ მიმეღწია ასეთი წარმატებისთვის. მე არავის მივცემ უფლებას, ეჭვ ქვეშ დააყენოს ჩემი მიღწევები. ყველას დიდი მადლობა“. – განაცხადა სეხუდომ კრუზის დამარცხების შემდეგ.