აბსოლუტურმა საბრძოლო ჩემპიონატმა 20 ივნისის ქარდი წარადგინა

12:12, 10.06.2020

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი აგრძელებს ღონისძიებების გამართვას. ორგანიზაციამ 20 ივნისის ქარდის შემადგენლობა ოფიციალურად დაასახელა.

ბოლო ბრძოლა, რომელიც აღნიშნულ ქარდს დაემატა ჯიმ მილერისა და რუზველტ რობერტსის დაპირისპირებაა.

რობერტსი (10-1) 3 კვირაში მეორე ორთაბრძოლას ჩაატარებს. 30 მაისს მან ბროკ ვივერს სძლია. საინტერესოა, რომ რობერტსისა და გუიდას დაპირისპირება ახალ catchweight წონით კატეგორიაში შედგება.

ჯიმ მილერი, რომელიც UFC-ის ვეტერანია უკანასკნელად 25 თებერვალს გამოჩნდა ოქტაგონზე და სკოტ ჰოლცმანთან მარცხი განიცადა.

ღონისძიება ლას ვეგასის „აპექსის დარბაზში გაიმართება. ქარდის შემადგენლობა ასე გამოიყურება~:

კურტის ბლეიდსი – ალექსანდერ ვოლკოვი

რაქელ პენინგტონი – მარიონ რენო

როქსან მოდაფერი – ლორენ მერფი

შეინ ბურგოსი – ჯოშ ემეტი

ლიმან გუდი – ბელალ მუჰამადი

კორტნი კეისი – გილიან რობერტსი

ტესია ტორესი – ბრიანა ვან ბურენი

ფრენკ კამაჩო – მეტ ფრევოლა

მარკ ანდრე ბარიაუ – ოსკარ პიეჩოტა

ოსტინ ჰუბარდი – ჯოი სოლეცკი

ბობი გრინი – კლეი გუიდა

მსგავსი