აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის „ყველაზე ცუდი ბიჭის” ტიტული ხორხე მასვიდალმა მოიგო (ვიდეო)
ნიუ იორკის „მედისონ სკუერ გარდენში” შეკრებილმა მაყურებელმა სასურველი ბრძოლა ვერ იხილა. ხორხე მასვიდალისა და ნეიტ დიაზის დაპირისპირება ექიმების გადაწყვეტილებით ნაადრევად დასრულდა.
დიასს მარჯვენა თვალი ზედმეტად დაუზიანდა და ბრძოლაც მეოთხე რაუნდში შეწყდა. მართალია, ამერიკელმა ტრავმა ადრევე მიიღო, ექიმმა იგი დეტალურად მოგვიანებით შეამოწმა და ბრძოლის შეწყვეტა მეოთხე რაუნდში გადაწყვიტა.
მასვიდალს „ყველაზე ცუდი ბიჭის” (BMF) ქამარი ჰოლივუდის ვარსკვლავმა დუეინ ჯონსონმა სტვენის ფონზე შემოახვია, თუმცა მებრძოლები იქვე შეთანხმდნენ, რომ მათ შორის მალე კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება.
😱 @GamebredFighter drops Diaz in the first round #UFC244 pic.twitter.com/UiGdyT08bm
— ESPN MMA (@espnmma) November 3, 2019
Diaz tags Masvidal and then Masvidal blows a kiss to the crowd. Unreal! #UFC244 pic.twitter.com/mKp0b5lLJd
— UFC (@ufc) November 3, 2019
😱 @GamebredFighter drops Diaz in the first round #UFC244 pic.twitter.com/UiGdyT08bm
— ESPN MMA (@espnmma) November 3, 2019