აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ღონისძიება ლას ვეგასში ბრუნდება
აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ღონისძიება ლას ვეგასში ბრუნდება

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი სახლში ბრუნდება. ორგანიზაციის პრეზიდენტმა დანა ვაიტმა განაცხადა, რომ 31 მაისს UFC-ის მორიგი ქარდი ლას ვეგასში (APEX) შედგება. მთავარი ბრძოლა ნახევრად საშუალო წონითი დივიზიონის ყოფილ ჩემპიონ ტაირონ ვუდლისა და ჯილბერტ ბერნსს შორის გაიმართება.

კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, სპორტის გულშემატკივრებს პირველი სწორედ შერეული ორთაბრძოლები, უფრო კონკრეტულად კი UFC დაუბრუნდა. მაისში უკვე გაიმართა სამი ღონისძიება.

ლას ვეგასის აპექსის დარბაზის აშენებაში ორგანიზაციამ $100 მილიონი დოლარი დახარჯა. ამ დროისთვის ვეგასში ყველა სახის სპორტული ღონისძიების ჩატარება ჯერ კიდევ შეუძლებელია. დახურულია კაზინოებიც. თუმცა, დანა ვაიტი დარწმუნებულია, რომ 31 მაისს UFC-ის მორიგი ღონისძიება აპექსის შენობაში აუცილებლად შედგება.