აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის დღევანდელი ქარდის ყველა შედეგი
აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის დღევანდელი ქარდის ყველა შედეგი

ლას ვეგასში რამდენიმე საათის წინ დასრულდა UFC-ის მორიგი ქარდი (VEGAS 19). მთავარი ბრძოლა მძიმე წონით დივიზონში შედგა. დერიკ ლიუისმა ეფექტური ნოკაუტით დაამარცხა კიურტის ბლეიდსი და კიდევ უფრო მიუახლოვდა სატიტულო დაპირისპირებას.

იანა კუნიცკაიამ კეტლინ ვიეირა მსაჯთა საერთო გადაწყვეტილებით დაამარცხა (29-28, 29-28 და 29-28).

დერიკ მაინერმა ჩარლს როსას ასევე მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო (30-27, 30-26 და 29-27).

კრის დაუკაუსმა ვეტერან ალექსეი ოლეინიკს ნოკაუტით სძლია.

ფილ ჰიუსმა ნასურდინ იმავოვი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა (28-28, 29-28 და 29-28).

ტომ ასპინალმა მომგუდავი ილეთით მოუგო ვეტერან ანდრეი არლოვსკის.

წინასწარი ბრძოლები – გამარჯვებულების სახელები გამუქებულია:

ჯარედ გორდონი – დენი ჩავეზი

ჯონ კასტანედა – ედი ვაინლენდი

ჯულიან ეროსა – ნეიტ ლენდვეარი

ქეისი ონილი – შანა დობსონი

აიემან ზაჰაბი – დრაკო როდრიგეზი

სერგეი სპივაკი – ჯარედ ვანდერა