აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი (UFC) ბრძოლებს გამკაცრებული პროტოკოლით ჩაატარებს
აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი (UFC) ბრძოლებს გამკაცრებული პროტოკოლით ჩაატარებს

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) პრეზიდენტმა დანა ვაიტმა დანაპირები შეასრულა. ორგანიზაცია გულშემატკივარს მომდევნო შაბათს, 9 მაისს დაუბრუნდება. UFC 259-ის ფარგლებში ორი სატიტულო ბრძოლა შედგება. ღონისძიებები 13 და 16 მაისსაც გაიმართება. ერთი კვირის ინტერვალში შერეული ორთაბრძოლების მოყვარულები სულ სამ ქარდს იხილავენ, რაც უპრეცენდენტო მოვლენაა.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ბრძოლები გამკაცრებული პროტოკოლის რეჟიმში, უსაფრთხოების ზომების უმკაცრესი დაცვით ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ 9 მაისს მსუბუქი წონის დროებითი ტიტულისთვის ერთმანეთს ტონი ფერგიუსონი და ჯასტინ გეტჯი დაუპირისპირდებიან. ქვემსუბუქ წონაში მოქმედი ჩემპიონი ჰენრი სეხუდო ქამარს დომინიკ კრუზთან დაიცავს.