აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი, შესაძლოა 9 მაისს განახლდეს
აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი, შესაძლოა 9 მაისს განახლდეს
სასიამოვნო სიახლე სპორტისა და განსაკუთრებით, შერეული ორთაბრძოლების მოყვარულებისთვის. აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში აცხადებენ, რომ ღონისძიება 9 მაისს შედგება.
დანა ვაიტმა ESPN-თან საუბრისას რამდენიმე საინტერესო დეტალიც გააჟღერა. სავარაუდო ლოკაცია, სადაც UFC-ის ძალიან საინტერესო 9 მაისის ქარდი გაიმართება, ფლორიდაში მდებარეობს. ასევე უკვე ცნობილია, თუ რა ბრძოლები შედგება ამ დღეს:
ტონი ფერგიუსონი – ჯასტინ გეტჯი (დროებითი ტიტულისთვის)
ჰენრი სეხუდო – დომინიკ კრუზი (სატიტულო)
ამანდა ნუნესი – ფელიცია სპენსერი (სატიტულო)
ფრენსის ნგანუ – ჯაირზინიო როზენსტრუიკი
ჯერემი სტეფენს – კელვინ კატარი
დონალდ სერონე – ენტონი პეტისი
გრეგ ჰარდი – იორგან დე კასტრო
ალექსეი ოლენიკი – ფაბრიციო ვერდუმი
კარლა ესპარზა – მიშელ ვოტერსონი
რონალდო ჟაკარე სოუზა – ურაია ჰოლი
ვისენტე ლუკე – ნიკო პრაისი
ჩარლზ როსა – ბრაის მიჩელი
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ კონკრეტული ლოკაცია ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა ფაქტია, რომ ქარდი ძალიან მაღალი დონის მებრძოლებით არის დაკომპლექტებული.