აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი აგვისტოში ჯამში სულ ცხრა ღონისძიებას ჩაატარებს
აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი აგვისტოში ჯამში სულ ცხრა ღონისძიებას ჩაატარებს

აგვისტო აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში ძალიან დატვირთული თვე იქნება. გუშინ, ნევადის ათლეტთა კომისიამ (Nevada State Athletic Commission) ოფიციალურად ნება დართო და დაამტკიცა ცხრა ღონისძიება, რომლიც აგვისტოში შედგება. მათ შორის არის „დანა ვაიტის პრეტენდენტების სერიის“ (Dana White’s Contender Series) რამდენიმე საბრძოლო ღამე.

ღონისძიებათა სერიიდან პირველი, 1 აგვისტოს შედგება. აღნიშნული ქარდის მთავარი ბრძოლა ჰოლი ჰოლმსა და ირენ ალდანას შორის გაიმართება.

8 აგვისტო – მთავარი ბრძოლა დერიკ ლუისი – ალექსეი ოლეინიკი.

15 აგვისტო – სტიპე მიოჩიჩი – დენიელ კორმიე.

ჯუნიორ დოს სანტოსი – ჯაირზინიო როზენსტრუიკი.

22 აგვისტო – ჯერჯერობით მთავარი ბრძოლა ცნობილი არ არის.

29 აგვისტო – მთავარი ბრძოლა ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა დიდი შანსია ეს დაპირისპირება ენტონი სმიტსა და ალეკსანდერ რაკიჩს შორის გაიმართოს.

„დანა ვაიტის პრეტენდენტების სერიის“ (Dana White’s Contender Series) ღონისძიებები 4, 11, 18 და 25 აგვისტოს ჩატარდება.

დატოვე კომენტარი