აბრამოვიჩმა „ჩელსის“ გაყიდვაზე უარი თქვა
აბრამოვიჩმა „ჩელსის“ გაყიდვაზე უარი თქვა

ლონდონის „ჩელსის“ მფლობელმა რომან აბრამოვიჩმა კლუბის გაყიდვაზე უარი თქვა, – იტყობინება გაზეთი „ტელეგრაფი“.

წყაროს ცნობით, რუს მილიარდერს „ჩელსის“ შეძენაზე შეთავაზებები ახლო აღმოსავლეთიდან ჰქონდა, მაგრამ ყველა წინადადება უარყო.

აბრამოვიჩს, ჯერჯერობით არ სურს „ჩელსის“ გაყიდვა, იმის მიუხედავად, რომ ბიზნესმენს ბრიტანული ვიზის მიღებასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ „ჩელსის“ შეძენა დიდი ბრიტანეთის უმდიდრეს ადამიანს ჯიმ რეტკლიფს, აგრეთვე, ჩეხეთის ყველაზე მდიდარ ადამიანს პეტრ კელნერს სურთ.