აბრამოვიჩი რასიზმში დამნაშავე გულშემატკივრების დასჯას ითხოვს
აბრამოვიჩი რასიზმში დამნაშავე გულშემატკივრების დასჯას ითხოვს

„ჩელსის“ მფლობელი რომან აბრამოვიჩი ევროპა ლიგის მეექვსე ტურიში, უნგრულ „მოლ ვიდითან“ სტუმრად ჩატარებული მატჩიდან, ჩანაწერების ამოღებას ითხოვს, – იტყობინება The Times.

კერძოდ კი ინგლისური კლუბი ითხოვს ჩანაწერებს, რომლებითაც შესაძლებელი გახდება იმ გულშემატკივართა იდენტიფიკაცია, რომლებიც ანტისემიტური შეძახილებით გამოირჩეოდნენ. როგორც აღნიშნავენ, ვისაც ბრალს რასიზმის გამოვლინებაში დასდებენ, მათ „ჩელსის“ თამაშებზე დასწრება სამუდამოდ აეკრძალებათ.