Abola - აბურჯანია თურქულ „ჰატაისპორში“ სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს გააფორმებს #1TVSPORT
Abola - აბურჯანია თურქულ „ჰატაისპორში“ სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს გააფორმებს #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებისა და პორტუგალიური „ჟილ ვისენტეს“ ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია კარიერას თურქეთში, საბა ლობჟანიძის კლუბ თურქულ „ჰატაისპორში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას პორტუგალიური გამოცემა Abola ავრცელებს.

„28 წლის შემტევი ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია „ჟილ ვისენტეს“ სეზონის ბოლოს დატოვებს და თამაშს თურქულ „ჰატაისპორში“ გააგრძელებს. ქართველ ფეხბურთელს კონტრაქტი ივნისში ეწურება. მან კლუბში ბოლო ორი სეზონი გაატარა და კარიერის სხვაგან გაგრძელება გადაწყვიტა.

აბურჯანიას ჰქონდა შემოთავაზება ასევე თურქული „ალანიასპორიდან“, მაგრამ „ჰატაისპორში“ წასვლა ამჯობინა, იმის მიუხედავად, რომ კლუბმა დროებით შეაჩერა საქმიანობა უდიდესი მიწისძვრის შემდეგ, რომელმაც თურქეთის ეს რეგიონი ძალიან დააზარალა.

ნახევარმცველი სამედიცინო შემოწმებას ზეგ გაივლის და კონტრაქტს ოფციონის წესით, 2+1 წლით გააფორმებს. „ჟილ ვისენტეში“ აბურჯანია მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო და აქამდე ჩატარებულ 63 ოფიციალურ მატჩში ორი გოლი გაიტანა“, – წერს პორტუგალიური გამოცემა.