აბჰარამის ჰეთ-თრიკი და ავტოგოლი - „ჩელსიმ“ სტუმრად მოიგო
აბჰარამის ჰეთ-თრიკი და ავტოგოლი - „ჩელსიმ“ სტუმრად მოიგო

„ჩელსიმ“ სტუმრად „ვულვერჰემპტონი“ 2-5 დაამარცხა, ლონდონელთა ფორვარდმა ტემი აბრაჰამმა კი ჰეთ-თრიკი შეასრულა და შემდეგ ერთი გოლი საკუთარ კარშიც გაიტანა.

ანგარიში შორეული დარტყმით სტუმართა 21 წლის მცველმა ფიკაიო ტომორიმ გახსნა, შემდეგ კი, შვიდწუთიან მონაკვეთში, აბრაჰამმა კიდევ ორი გოლი დაუმატა და პირველი ტაიმი 0-3 დასრულდა.

თავისი მესამე გოლი ინგლისის ნაკრების ფორვარდმა 55-ე წუთზე გაიტანა, 69-ეზე კი საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი.

ბოლო ხუთ წუთში გუნდებმა კიდევ თითო გოლი გაცვალეს და მატჩი 2-5 დასრულდა ჩელსის სასარგებლოდ.

სატურნირო ცხრილში, რვა ქულით, „ჩელსი“ მეექვსე ადგილზე იმყოფება, „ვულვერჰემპტონს“ კი მიმდინარე სეზონში ჯერ მოგება არ აქვს და ბოლოდან მეორე ადგილზეა.