„აბერდინს“ „ჩიხურა“ „შემოელახა“ - შოტლანდიელებმა ანგარიშით 5:0 გაიმარჯვეს
„აბერდინს“ „ჩიხურა“ „შემოელახა“ - შოტლანდიელებმა ანგარიშით 5:0 გაიმარჯვეს

საჩხერის „ჩიხურა“ ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში „აბერდინთან“ დიდი ანგარიშით დამარცხდა.

მატჩის გმირი „აბერდინის“ ინგლისელი თავდამსხმელი სემ კოგსგროვი გახდა, რომელმაც მე-9 წუთზე ანგარიში გახსნა, მე-20 წუთზე მასპინძლები ორბურთიანი უპირატესობით დააწინაურა, ხოლო მე-80 წუთზე ჰეთთრიქი შეასრულა. თითო-თითო გოლი გრეგორი ლეიგისა (58) და სკოტ რაიტის (65) ანგარიშზეა.

საბოლოოდ, „აბერდინმა“ მეტოქე დიდი ანგარიშით, 5:0 დაამარცხა და ევროპის ლიგის მესამე ეტაპზე გავიდა, სადაც ხორვატიის „რიეკას” დაუპირისპირდება, ხოლო „ჩიხურამ“ ევროსეზონი დაასრულა.