„აბერდინის“ მთავარი მწვრთნელი - „ჩიხურას“ სისწრაფისა და ხარისხის ხარჯზე მოვუგეთ
„აბერდინის“ მთავარი მწვრთნელი - „ჩიხურას“ სისწრაფისა და ხარისხის ხარჯზე მოვუგეთ

შოტლანდიურმა „აბერდინმა“ საჩხერეს „ჩიხურა“ ევროპის ლიგის განმეორებით შეხვედრაში ანგარიშით 5:0 დაამარცხა და მესამე ეტაპზე გავიდა.

შეხვედრა „აბერდინის“ მთავარმა მწვრთნელმა, დერეკ მაკინესმა პრესკონფერენციაზე შეაფასა. მისი თქმით, ქართული გუნდი დიდი სისწრაფის ხარჯზე დაამარცხეს.

„დღეს კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ და შესანიშნავი შედეგიც დავაფიქსირეთ. ვინც დღეს სტადიონზე არ მოსულა, შესაძლოა, შედეგიდან გამომდინარე იფიქროს, რომ ჩვენი მეტოქე სუსტი იყო. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მათ მეტი შეუძლიათ. უბრალოდ, ამ საღამოს ჩვენ უკეთესები ვიყავით და მომენტები გამოვიყენეთ. ამავე დროს, „აბერდინმა“ დიდი ინტელექტიც გამოავლინა. ჩვენ ვაჩვენეთ გუნდის ძლიერი მხარეები, სისწრაფეები ჩავრთეთ, ხარისხიანი ფეხბურთის ჩვენებაც შევძელით და ამის ხარჯზე მოვიგეთ. ეს ჩემი ფეხბურთელების დამსახურებაა, რომლებსაც ასეთი შედეგისა და ფეხბურთის ჩვენება სეზონის დასაწყისში შეუძლიათ“, – ამბობს „აბერდინის“ მთავარი მწვრთნელი.