აბდულმანაპ ნურმაგომედოვი კლინიკურ კომაში იმყოფება

13:07, 14.05.2020

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის, ხაბიბ ნურმაგომედოვის მამა მოსკოვის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, აბდულმანაპ ნურმაგომედოვი კლინიკურ კომაშია და მისი მდგომარეობა კრიტიკულია. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „არ-ტი სპორტ“ (RT Sport) ადასტურებს.

ნურმაგომედოვების ოჯახს გვერდში დგომა არაერთმა მებრძოლმა გამოუცხადა, მათ შორის ხაბიბის მეტოქემ კონორ მაკგრეგორმა. ირლანდიელი საკუთარ „ტვიტერის“ გვერდზე ხაბიბს მიმართავს და აბდულმანაპს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.

მსგავსი