აბდულ-ჯაბარმა საკუთარი პრიზები გაყიდა
აბდულ-ჯაბარმა საკუთარი პრიზები გაყიდა

ლეგენდარულმა კალათბურთელმა ქარიმ აბდულ-ჯაბარმა აუქციონზე გაყიდა კარიერის განმავლობაში მოპოვებული პრიზები – სულ 234 ერთეული. მიღებულ თანხას – სამ მილიონ დოლარს ქველმოქმედებას მოახმარს.

ESPN-ის ინფორმაციით, აბდულ-ჯაბარმა გაყიდა ექვსიდან ოთხი საჩემპიონო ბეჭედი, რაც ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ლოტი იყო. ბეჭდებთან ერთად, გაიყიდა ბურთი ჯაბარის ბოლო მატჩიდან. ასევე სეზონის MVP-ის ექვსი პრიზიდან სამი.

აბდულ ჯაბარის საქველმოქმედო ფონდი ბავშებს სწავლაში ეხმარება.