აბას არაღჩი – სამხედრო გამოსავალი არ არსებობს, ომის დასრულება მხოლოდ სამართლიანობასა და თანასწორობაზე დაფუძნებული მოლაპარაკებებით არის შესაძლებელი

23:25, 04.10.2026

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მიმდინარე ომის სამხედრო გზით დასრულება შეუძლებელია.

„თუ ჩვენი მტრები კვლავ სამხედრო დაპირისპირების გზას აირჩევენ, ჩვენი პასუხი უფრო ძლიერი იქნება და თავს კიდევ უფრო დიდი ძალით დავიცავთ“, – განაცხადა არაღჩიმ.

მისი თქმით, კონფლიქტის დასრულება ვერც სამხედრო გზით და ვერც ახალი სანქციების დაწესებით იქნება შესაძლებელი.

„სამხედრო გამოსავალი არ არსებობს და არც ახალ სანქციებზე დაფუძნებული გამოსავალი არსებობს. კონფლიქტის დასრულება მხოლოდ სამართლიანობასა და თანასწორობაზე დაფუძნებული მოლაპარაკებებით არის შესაძლებელი“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მსგავსი