აბას არაღჩი - ნეთანიაჰუ ამერიკას კიდევ ერთ ომში ჩაითრევს, რათა ციხეში არ მოხვდეს, რა შედეგებიც არ უნდა მოჰყვეს ამას ისრაელისთვის, მით უმეტეს, აშშ-ის პრეზიდენტისთვის
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ვაშინგტონს მოუწოდებს, ირანის წინააღმდეგ ბრძოლა შეწყვიტოს. მისივე თქმით, შეერთებული შტატების წინა მცდელობები წარუმატებლად დამთავრდა და ირანი კიდევ უფრო გაძლიერდა.
არაღჩი ასევე აცხადებს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ამერიკის კიდევ ერთ ომში ჩართვა სურს, რათა ციხეში არ მოხვდეს და მას არც ისრაელი ადარდებს და, მით უმეტეს, არც დონალდ ტრამპი.
„ბოლოს, როცა „სამუშაოს დასრულება“ გინდოდათ, ირანი კიდევ უფრო გაძლიერდა. გსურთ, კიდევ ერთხელ სცადოთ ბედი? სცადეთ, მაგრამ ფრთხილად იყავით. ჩვენც გვაქვს დაუმთავრებელი სამუშაოები. ნეთანიაჰუ ამერიკას კიდევ ერთ ომში ჩაითრევს, რათა ციხეში არ მოხვდეს, რა შედეგებიც არ უნდა მოჰყვეს ამას ისრაელისთვის, მით უმეტეს, აშშ-ის პრეზიდენტისთვის“, – წერს არაღჩი.