აბას არაღჩი - ირანი აშშ-ის ქმედებებს დააკვირდება და ეროვნული უსაფრთხოებისა და ინტერესების დასაცავად შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს
აბას არაღჩი - ირანი აშშ-ის ქმედებებს დააკვირდება და ეროვნული უსაფრთხოებისა და ინტერესების დასაცავად შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ სატელეფონო საუბარი გამართა რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან.

არაღჩიმ სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ ირანი აშშ-ის ქმედებებს „დააკვირდება“ და „ეროვნული უსაფრთხოებისა და ინტერესების დასაცავად შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს“.

ამასთან, აბას არაღჩი პაკისტანელ კოლეგასაც ესაუბრა და აღნიშნა, რომ ირანი „ყველა ასპექტს გაითვალისწინებს და გადაწყვეტს, თუ როგორ განაგრძობს მოქმედებას“.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დიპლომატიური პროცესის გაგრძელების მთავარი დაბრკოლება აშშ-ის „პროვოკაციული ქმედებები და ცეცხლის შეწყვეტის განმეორებითი დარღვევებია“.

არაღჩიმ საუბრისას აგრეთვე ახსენა ირანის სავაჭრო გემების წინააღმდეგ „მუქარა და აგრესია“, ასევე, ვაშინგტონის „წინააღმდეგობრივი პოზიციები და მუქარის რიტორიკა“.