აარონ ვან ბისაკა ბირმინგემის „ასტონ ვილას“ შეუერთდა #1TVSPORT

15:46, 21.08.2026

აარონ ვან ბისაკა კარიერას ბირმინგემის „ასტონ ვილაში“ გააგრძელებს, – ფეხბურთელი ბოლოს „ვესტ ჰემის“ რიგებში თამაშობდა.

28 წლის უკანახაზელს „ვესტ ჰემთან“ კონტრაქტი დაუსრულდა და „ასტონ ვილამ“ მისი დამატება თავისუფალი აგენტის სტატუსით მოახერხა.

ვან ბიასაკამ ლონდონური გუნდის რიგებში 65 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გიტანა. მანამდე ის „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „კრისტალ პალასში“ თამაშობდა.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე აარონ ვან ბისაკა კონგოს დემოკრატიული ნაკრების ღირსებას იცავდა.

მსგავსი