აარონ რემზის ლივერპულში გადასვლას უწინასწარმეტყველებენ
აარონ რემზის ლივერპულში გადასვლას უწინასწარმეტყველებენ

გადაწყვეტილია, რომ უელსელი აარონ რემზი ზაფხულში ლონდონის „არსენალს“ დატოვებს, თუმცა სად გააგრძელებს კარიერას ფეხბურთელი, ჯერჯერობით გარკვეული არ არის.

გაზეთ „მირორის“ (Mirror) ინფორმაციით, დიდია ალბათობა, რომ რემზიმ „ლივერპულთან“ გააფორმოს კონტრაქტი. როგორც ირკვევა, მერსისაიდელთა მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი მისი თამაშის დიდი თაყვანისმცემელი ყოფილა. 27 წლის ნახევარმცველს ისეთ კლუბში უნდა გადასვლა, რომელიც რეალურად იბრძოლებს ტიტულებისთვის.