„არსენალისა“ და უელსის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა აარონ რემზიმ 35 წლის ასაკში დაასრულა კარიერა.
რემზიმ პროფესიულ დონეზე თამაში „კარდიფ სიტიში“ დაიწყო, საიდანაც 2008 წელს „არსენალში“ გადავიდა. 2019-22 წლებში უელსელი „იუვენტუსში“ თამაშობდა, რის შემდეგაც ფრანგულ „ნიცას“ შეუერთდა, 2023 წელს „კარდიფში“ დაბრუნდა, 2025 წლიდან კი მექსიკურ „პუმასში“ ირიცხებოდა.
„არსენალის“ შემადგენლობაში ნახევარმცველმა სამ-სამჯერ მოიგო ინგლისის თასი და სუპერთასი, „იუვენტუსში“ იტალიის ჩემპიონი, აგრეთვე ქვეყნის თასისა და სუპერთასის მფლობელი გახდა.
უელსის ნაკრებში რემზის ჩატარებული აქვს 86 მატჩში, რომელშიც 21 გოლი გაიტანა.