აარონ რემზი სლოვაკეთის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს
აარონ რემზი სლოვაკეთის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს

უელსის ნაკრებისა და არსენალის ნახევარმცველი აარონ რემზი კვირას სლოვაკეთის წინააღდეგ გასამართევროპის 2020  წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩს გამოტოვებს. როგორც ბი-ბი-სი (BBC) იუწყება, ფეხბურთელმა ტრავმა ჯერ ვერ მოიშუშა, რის გამოც ეროვნული გუნდის შეკრებიდან კვლავ არსენალში დაბრუნდა.

უელსელების მთავარი მწვრთნელი აცხადებს, რომ მას სათადარიგო გეგმა აქვს.

„რემზი ძალიან დიდი ძალა იქნებოდა, მაგრამ არა უშავს. ეს ნიშნავს, რომ კიდევ ერთი ფეხბურთელი მიიღებს შანსს“, – განაცხადა გიგზმა.