აარონ რემზი - მინდა, „იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დავეხმარო
აარონ რემზი - მინდა, „იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დავეხმარო

„იუვენტუსის“ ნახევარმცველ აარონ რემზის თქმით, ტურინულ კლუბში გადასვლა იმიტომ გადაწყვიტა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება სურდა.

„ეს დიდი კლუბია – ერთ-ერთი უდიდესი ევროპაში. ჩემით ბევრი სხვა გუნდი ინტერესდებოდა, მაგრამ მე ვიგრძენი, რომ „იუვენტუსს“ ყველაზე მეტად ვჭირდებოდი. ამ კლუბს აქვს ისტორია, ჰყავს ძლიერი ფეხბურთელები და ჩემპიონთა ლიგაზეც კარგად გამოდიოდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში“, – ამბობს რემზი. – „მინდა, რომ მათ ამ ტურნირის მოგებაში დავეხმარო და ამ დიდი წარმატების მონაწილე გავხდე“.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის უელსელი ტურინულ გრანდს 2019 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მანამდე ის ლონდონის „არსენალის“, „კარდიფ სიტისა“ და „ნოტინგემ ფორესტის“ ღირსებას იცავდა.