აარონ რემზი ახლოსაა პრემიერლიგაში დაბრუნებასთან 1TVSPORT
აარონ რემზი ახლოსაა პრემიერლიგაში დაბრუნებასთან 1TVSPORT

„იუვენტუსის“ ნახევარმცველი აარონ რემზი მალე, შესაძლოა, „ნიუკასლში“ გადავიდეს. როგორც საფეხბურთო გამოცემა Сalciomercato ამტკიცებს, მხარეები დღეისთვის მოლაპარაკებებს აწარმოებენ 30 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე. პოტენციური გარიგება შეიძლება უკვე იანვარში განხორციელდეს.

„იუვენტუსში“ გადასვლამდე რემზი პრემიერლიგაში „არსენალის“ რიგებში თამაშობდა.

ამ სეზონში რემზიმ „იუვენტუსის“ ხუთ მატჩში მიიღო მონაწილეობა – ჯამში 112 წუთი დაჰყო მოედანზე. უელსელი ფეხბურთელის კონტრაქტი ტურინულ კლუბთან 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში.