ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის წესზე პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავენ
ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის წესზე პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავენ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი ხვალ პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავენ.

საკანონმდებლო წინადადების მთავარი მიზანია, შეიცვალოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა კანდიდატების წარდგენის ფორმა, დაინიშნოს კონკურსი, რომელიც იქნება ღია და გამჭვირვალე.

საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აცხადებს, კანდიდატებთან გასაუბრება უნდა იყოს საჯარო, რომელსაც ყველა მოქალაქე ნახავს.

„სამართლიანი სასამართლოსთვის ბრძოლა საბჭოში ერთი წლის წინ დაიწყო. ორი წელია ჩვენ ვლაპარაკობთ რომ საბჭო ახორციელებს ძალაუფლების უზურპაციას. ბრძოლას ვაგრძელებთ, ხვალ წარვადგენთ საკანონმდებლო ინიციატივას, როგორ უნდა მოხდეს კანდიდატების წარდგენა. უნდა იყოს ღია საჯარო გასაუბრება, რომელსაც ყველა მოქალაქე ნახავს, ზუგდიდში იქნება, თუ მესტიაში. არ მინდა ვინმეს ეგონოს, რომ ტექნიკური საუბრებითა და წერტილ-მძიმის გარჩევით იქნება შესაძლებელი ქართველი ხალხის მოტყუება და არასასურველი ადამიანების ჩუმად შეყვანა უზენაეს სასამართლოში. ამ პროცესის ირგვლივ არსებობს ხალხის უდიდესი ინტერესი და ეს იქნება ღია, გამჭვირვალე პროცესი. პარლამენტს მოუწევს ღია. დემოკრატიულ პროცესზე მსჯელობა“,-განაცხადა ანა დოლიძემ.