„ა ბოლა“ - „სპორტინგის“ ახალწვეულებიდან სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრის ყველაზე დიდი შანსი ქოჩორაშვილსა და სუარესს აქვთ #1TVSPORT
„ა ბოლა“ - „სპორტინგის“ ახალწვეულებიდან სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრის ყველაზე დიდი შანსი ქოჩორაშვილსა და სუარესს აქვთ #1TVSPORT

8 აგვისტოს, თბილისის დროით 23:15 საათზე გიორგი ქოჩორაშვილის ახალი გუნდი „სპორტინგი“ პორტუგალიის ჩემპიონატის პირველ ტურში „კასა პიას“ ესტუმრება.

პორტუგალიურმა გამოცემა „ა ბოლამ“ შეაფასა, „სპორტინგის“ ახალწვეულებიდან ვის აქვს ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის შანსი და ერთ-ერთ კანდიდატად საქართველოს ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი დაასახელა.

„ახალი სეზონის დაწყებამდე რუი ბორხესმა ექვსი ახალი მოთამაშე დაიმატა – მეკარე ჟოაო ვირჯინია, მცველები ვაგიანიდისი და რიკარდო მანგასი, ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი, გარემარბი ალისონ სანტოსი და თავდამსხმელი ლუის სუარესი.

მოსამზადებელ ეტაპზე მხოლოდ ვაგიანიდისსა და მანგასს არ უთამაშიათ. სუარესმა და ქოჩორაშვილმა კი პორტუგალიის სუპერთასზე ითამაშეს – ქართველმა ნახევარმცველმა მორიტა შეცვალა.

„კასა პიასთან“ პირველი ტურის მატჩში მათგან თითქმის ყველას შეუძლია ითამაშოს, უპირველეს ყოვლისა კი, ქოჩორაშვილსა და სუარესს დიდი შანსი აქვთ, რომ სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ“, – წერს პორტუგალიური გამოცემა.