„ა“ (A) ჯგუფი - ინგლისმა ჩეხეთი გაანაგურა | ევრო 2020
„ა“ (A) ჯგუფი - ინგლისმა ჩეხეთი გაანაგურა | ევრო 2020

რაჰიმ სტერლინგი პირველი ინგლისელი ფეხბურთელია 1999 წლის შემდეგ, ვინც ერთ თვეში ჰეთ-თრიკი შეასრულა როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე („უოტფორდისა“ და ჩეხეთის წინააღმდეგ). ბოლო ასეთი რამ ალან შირერმა შეძლო 1999 წლის სექტემბერში.
– 138 წლის შემდეგ პირველად, ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა 18 წლის ორმა ფეხბურთელმა (სანჩო და ჰადსონ-ოდოი). წინა ასეთი შემთხვევა თარიღდება 1881 წლის 26 თებერვლით. მაშინ უელსის წინააღმდეგ ითამაშეს 18 წლის ტარსტონ როსტორნმა და ჯიმი ბრაუნმა.
– პირველად ბოლო ცხრა წლის განმავლობაში, „უემბლიზე“ ინგლისელმა ფეხბურთელმა ჰეთ-თრიკი შეასრულა – რაჰიმ სტერლინგმა გაიმეორა ჯერმეინ დეფოს (2010 წლის სექტემბერი, ჰეთ-თრიკი ბულგარეთის კარში) შედეგი.
– ინგლისს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში 18-მატჩიანი წაუგებელი (+14=3) და 10-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს.

ბულგარეთი-მონტენეგრო 1:1
გოლები: 0:1 მუგოსა (50), 1:1 ნედელევი (82-პენ)

ინგლისი-ჩეხეთი 5:0
გოლები: 1:0 სტერლინგი (24), 2:0 კეინი (45+2-პენ), 3:0 სტერლინგი (62), 4:0 სტერლინგი (68), 5:0 კალაში (84-საკ. კარში)
ინგლისი: პიკფორდი – უოკერი, კინი, მაგუარი, ჩილველი – ალი (63. რაისი), დაიერი (17. ბარკლი), ჰენდერსონი – სანჩო, კეინი, სტერლინგი (70. ჰადსონ-ოდოი).