ჰარდენმა „კლიპერსს" 47 ქულა ჩაუგდო (ვიდეო)

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) რეგულარული სეზონის მორიგი საინტერესო მატჩები გაიმართა. ტეხასის „ტოიოტა ცენტრში“ „ჰიუსტონ როკეთსმა“ „ლოს ანჯელეს კლიპერსს“ უმასპინძლა და ანგარიშით 102:93 გაიმარჯვა. მაიკ დეანტონის გუნდში მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა ჯეიმს ჰარდენმა (47 ქულა, 6 მოხსნა, 7 გადაცემა), რომელმაც გუნდის გამარჯვებაში ლომის წვლილი შეიტანა.

12 ქულითა და 20 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა კლინტ კაპელამ. 17 ქულით დაასრულა შეხვედრა რას ვესტბრუკმა. ლოს ანჯელესელებს შორის 26 ქულითა და 12 მოხსნით საუკეთესო კავაი ლეონარდი გამოდგა. მას კარიერის პირველ სამმაგ დუბლამდე 3 გადაცემა დააკლდა. ლუ ვილიამსმა მატჩი 20 ქულით დაასრულა. 14 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა ჯამაიკლ გრინმა.

შარლოტი – მემფისი 117:119
ორლანდო – ფილადელფია 112:97
ბოსტონი – ვაშინგტონი 140:133
მინესოტა – სან ანტონიო 129:114
ლეიკერსი – გოლდენ სტეიტი 120:94
პორტლენდი – ტორონტო 106:114