90-მდე არასამთავრობო ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს მოუწოდებს, „მაგნიტსკის გლობალური კანონი“ მიიღონ
90-მდე არასამთავრობო ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს მოუწოდებს, „მაგნიტსკის გლობალური კანონი“ მიიღონ

90-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს მოუწოდებს, „მაგნიტსკის გლობალური კანონი“ მიიღონ.

დოკუმენტი ქვეყნებს საშუალებას მისცემს, ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქციები დააწესონ.

არასამთავრობო ორგანიზაციები თვლიან, რომ ნიდერლანდების მიერ შეთავაზებული მექანიზმი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გახდება დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლაში.

მაგნიტსკის გლობალური კანონი ე.წ. მაგნიტსკის კანონის ანალოგი უნდა გახდეს. „მაგნიტსკის კანონი“ აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ 2012 წელს მიიღო. ის რუსეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში გარდაცვლილი იურისტის სახელს ატარებს, რომელმაც მაღალჩინოსნების მონაწილეობით თაღლითური სქემები გამოავლინა.

ევროკავშირის მინისტერიალი ბრიუსელში 10 დეკემბერს არის ჩანიშნული.

დატოვე კომენტარი