9 ქულა და მარცხი მინიმალური სხვაობით - ბეჟანიშვილის მეოთხე მატჩი CEBL-ში #1TVSPORT
9 ქულა და მარცხი მინიმალური სხვაობით - ბეჟანიშვილის მეოთხე მატჩი CEBL-ში #1TVSPORT

ქართველმა კალათბურთელმა, გიორგი ბეჟანიშვილმა კანადის ელიტურ ლიგაში (CEBL) მორიგი, მეოთხე მატჩი გამართა. მისი გუნდი, „გუელფ ნაითჰოუკსი“ „ედმონტონ სტინგერსს“ ესტუმრა და 100-101 დამარცხდა.

ბეჟანიშვილი პარკეტზე პირველივე წამებიდან იყო და საერთო ჯამში 21:35 წუთი ითამაშა. ამ დროში მან 9 ქულა, 2 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. გიორგიმ ქულების მოპოვება 5-დან 4 ჩაგდებული ორქულიანითა და 3-დან ერთხელ ჩაგდებული საჯარიმოთი მოახერხა, პერიმეტრიდან კი სამქულიანის სროლა 2-ჯერ სცადა, მაგრამ ორივეჯერ უშედეგოდ. მან 5-ჯერ დაკარგა ბურთი და 5 პერსონალური ჯარიმაც მიიღო, +/- მაჩვენებელი კი +5 ჰქონდა.

მატჩის საწყისი ორი მეოთხედი „ნაითჰოუკსის“ მინიმალური უპირატესობით მიმდინარეობდა და ბეჟანიშვილის გუნდი დიდ შესვენებაზე ორქულიანი უპირატესობით გავიდა. მესამე მეოთხედში „სტრინგერსი“ მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდა და 3 ქულით დაწინაურდა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდი „ნაითჰოუკსმა“ 2 ქულით მოიგო, საბოლოო ჯამში, მინიმალური სხვაობით მაინც დამარცხდა.

შემდეგ შეხვედრას „გუელფ ნაითჰოუკსი“ 28 ივლისს „სასკაჩევან რეტლერსის“ წინააღმდეგ გამართავს.