9 ქულა, 7 მოხსნა და დადებითი მაჩვენებელი - ბეჟანიშვილის ზედიზედ მესამე მარცხი [ვიდეო] #1TVSPORT
9 ქულა, 7 მოხსნა და დადებითი მაჩვენებელი - ბეჟანიშვილის ზედიზედ მესამე მარცხი [ვიდეო] #1TVSPORT

NBA-ის განვითარების ლიგაში, გიორგი ბეჟანიშვილის „კოლეჯ პარკ სკაიჰოუსმა“ მორიგი შეხვედრა გამართა და ზედიზედ მესამეჯერ დამარცხდა. „ატლანტა ჰოუკსის“ G ლიგის გუნდი „ინდიანა პეისერსის“ „ფორტ ვეინ მედ ანტსს“ დაუპირისპირდა და 135-141 დამარცხდა.

წინა მატჩებისგან განსხვავებით, ბეჟანიშვილმა შედარებით უფრო ცოტა ხანი ითამაშა, მაგრამ საბოლოო ჯამში, 25 წუთი გამოუვიდა. მის ანგარიშზე 9 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასია. გიორგიმ 5-დან 3 ორქულიანი და საჯარიმოები გამოიყენა. აღსანიშნავია ასევე მისი +/- მაჩვენებელი – ბეჟანიშვილის პარკეტზე ყოფნის პერიოდში „სკაიჰოუკსმა“ მეტოქეს 6 ქულით მოუგო, რაც ჯორჯიელების მხრიდან ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი იყო.

„სკაიჰოუკსმა“ სატურნირო მდგომარეობა კიდევ უფრო გაირთულა და პლეი-ოფში გასვლის შანსი შეიმცირა. ისინი 9 მოგებითა და 11 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე იმყოფებიან.

შემდეგ შეხვედრას „სკაიჰოუკსი“ 25 თებერვალს გამართავს.