9-11 იანვარს ბერძნულ–რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება
9-11 იანვარს ბერძნულ–რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება

დიღომში მდებარე ფრენბურთის დარბაზ „ახალ თბილისში“ ხვალ ბერძნულ–რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი დაიწყება. პირველ დღეს ხუთი წონითი კატეგორიის (55; 63; 72; 82; 97) წინასწარი შეხვედრები გაიმართება. ამავე წონების ფინალური შეხვედრები კი 10 იანვარს შედგება. 10 იანვარსვე გაირკვევა დარჩენილი ხუთი წონითი კატეგორიის (60; 67; 77; 87; 130) ფინალური წყვილები, გამარჯვებულები კი 11 იანვარს გამოვლინდებიან.

წინასწარი შეხვედრები სამივე დღეს დილის 11:00–იდან დაიწყება. ფინალები კი სტარტს – 10 და 11 იანვარს, 17:00–იდან აიღებს.