პოლიციამ ავჭალაში სპეცოპერაცია ჩაატარა
პოლიციამ ავჭალაში სპეცოპერაცია ჩაატარა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავჭალაში სპეცოპერაცია ჩაატარა.

როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, პირები სისხლის სამართლის საქმეზე დააკავეს.

ადგილზე ჩხრეკა, სხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე, სპეცოპერაციის სხვა დეტალები არ არის ცნობილი.