სააპელაციო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილის საჩივარი დაუშვებლად ცნო და ის პატიმრობაში რჩება
სააპელაციო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილის საჩივარი დაუშვებლად ცნო და ის პატიმრობაში რჩება

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის საჩივარი, მისთვის აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობის თაობაზე.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სააპელაციო სასამართლოში განუცხადეს.

შესაბამისად, ძალაში დარჩა სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, ირაკლი ოქრუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ.

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერ ირაკლი ოქრუაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 27 ივლისს შეუფარდა.

გამოძიება ირაკლი ოქრუაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას გულისხმობს.

ირაკლი ოქრუაშვილი ე.წ. მატროსოვის ციხეში არის მოთავსებული.