ანჟელიკ კერბერმა მწვრთნელი გაუშვა
ანჟელიკ კერბერმა მწვრთნელი გაუშვა

„დიდი სლემის“ ტურნირების სამგზის ჩემპიონმა, გერმანელმა ანჟელიკ კერბერმა გამოაცხადა თავის მწვრთნელთან რაინერ შუტლერთან ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ. ამ სპეციალისტის ხელმძღვანელობით, კერბერი 2018 წლის ნოემბერიდან თამაშობდა პროფესიულ ტურში.

„ძალიან რთულია სიტუაციის შეცვლა, როცა ისეთ შესანიშნავ ადამიანთან ერთად მუშაობ, როგორიც რაინერია. მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დროა ყველაფერი თავიდან დავიწყოთ. ის ჩემი მეგობარი გახდა და მე მისი მადლიერი ვარ მონდომებული მუშაობისა და საქმისადმი ერთგულების გამო“, – დაწერა საკუთარ „ტვიტერზე“ კერბერმა.

შუტლერი მსოფლიოს ყოფილი მეხუთე ჩოგანია. გერმანელმა საჩოგბურთო კარიერა 2012 წელს დაასრულა.