ფიურისა და უაილდერის ბრძოლა ოფიციალურად დაინიშნა
ფიურისა და უაილდერის ბრძოლა ოფიციალურად დაინიშნა

ოფიციალურად გამოცხადდა, რომ მატჩ-რევანში სუპერმძიმე წონაში WBC-ის ვერსიით მსოფლიო ჩემპიონ დეონტეი უაილდერსა (41-0-1, 40KO) და ტაისონ ფიურის (27-0-1, 19KO) შორის 2020 წლის 22 თებერვალს გაიმართება. ამის შესახებ თავად ბრიტანელმა მოკრივემ განაცხადა – ტაისონმა დაადასტურა, რომ მოკრივეებმა უკვე გააფორმეს კონტრაქტი.

„კონტრაქტი ხელმოწერილია, ასე რომ დარწმუნებით შეიძლება ვთქვათ – თარიღი (22 თებერვალი) დადასტურებულია. რადგან კონტრაქტს ხელი მოვაწერე, გამოდის, რომ ბრძოლა იქნება. ასი პროცენტით“, – განაცხადა ფიურიმ.

ერთმანეთთან ბრძოლამდე, მოკრივეები საშუალედო შეხვედრებს ჩაატარებენ – ბრიტანელის მეტოქე ჯერ უცნობია, უაილდერი კი კარიერაში მეორედ შეხვდება ლუის ორტისს (31-1, 26KO).