8 სექტემბერს „ოქროს ბურთის“ 2026 წლის გათამაშების 30 ნომინანტი დასახელდება #1TVSPORT
8 სექტემბერს „ოქროს ბურთის“ ორგანიზატორი France Football-ი 2026 წლის გათამაშების 30 ნომინანტს დაასახელებს.
გამოცემა 12 ჯილდოს გაათამაშებს – მათ შორის წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზს მამაკაცთა და ქალთა შორის.
ნომინაციები:
„ოქროს ბურთი“ მამაკაცთა შორის: 30 კანდიდატი
„ოქროს ბურთი“ ქალთა შორის: 30 კანდიდატი
საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე (მამაკაცი): 10 კანდიდატი
საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე (ქალი): 5 კანდიდატი
საუკეთესო მეკარე (მამაკაცი): 10 კანდიდატი
საუკეთესო მეკარე (ქალი): 5 კანდიდატი
საუკეთესო მწვრთნელი (მამაკაცი): 5 კანდიდატი
საუკეთესო მწვრთნელი (ქალი): 5 კანდიდატი
საუკეთესო თავდამსხმელი (მამაკაცი): 10 კანდიდატი
საუკეთესო თავდამსხმელი (ქალი): 5 კანდიდატი
მამაკაცთა საუკეთესო კლუბი: 5 კლუბი
ქალთა საუკეთესო კლუბი: 5 კლუბი
„ოქროს ბურთის“ დაჯილდოებას 26 ოქტომბერს ლონდონი უმასპინძლებს. ეს იქნება ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური საფეხბურთო ჯილდოს 70-ე ცერემონია.
2019 წლის შემდეგ პირველად, ცერემონია პარიზის „შატლეს თეატრიდან“ ინგლისის დედაქალაქში გადაინაცვლებს. ეს ნაბიჯი „ოქროს ბურთის“ პირველი გამარჯვებულის, ინგლისელი სერ სტენლი მეთიუზის პატივსაცემად გადაიდგა.
გამარჯვებულებს ჟურნალისტების საერთაშორისო პანელი გამოავლენს. თითოეული ჟურნალისტი წარდგენილი სიიდან 10 საუკეთესო მოთამაშეს ირჩევს და მათ ინდივიდუალური პერფორმანსის, გუნდური მიღწევების, მოგებული ტიტულებისა და სპორტული სულისკვეთების მიხედვით აფასებს.
2025 წლის „ოქროს ბურთი“ „პარი სენ-ჟერმენის“ ფრანგმა ვარსკვლავმა, უსმან დემბელემ მოიგო.