8 ოქტომბერს პირველ არხზე კიდევ ერთი დებატები გაიმართება
8 ოქტომბერს პირველ არხზე კიდევ ერთი დებატები გაიმართება

ორშაბათს, 8 ოქტომბერს, საღამოს 22:00 საათზე პირველ არხზე კიდევ ერთი დებატი გაიმართება – ამჯერად ერთმანეთის პირისპირ საპრეზიდენტო კანდიდატები კახა კუკავა და ზურაბ ჯაფარიძე წარდგებიან. კახა კუკავამ დებატებში სალომე ზურაბიშვილი, გრიგოლ ვაშაძე, დავით ბაქრაძე, შალვა ნათელაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე და დავით უსუფაშვილი გამოიწვია. კუკავა კონკურენტებს სთავაზობდა, ესარგებლათ პირველი არხის შეთავაზებით და მოეწყოთ დებატები ქვეყნისთვის აქტუალურ საკითხებზე. დასახელებული კანდიდატებიდან 8 ოქტომბრის დებატებში მონაწილეობას მხოლოდ ზურაბ ჯაფარიძე გამოეხმაურა, შესაბამისად დებატები მათ შორის შედგება.

შეგახსენებთ, პირველი არხი არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს შესაძლებლობას აძლევს, გამოიწვიონ ერთმანეთი დებატებში და კანდიდატების შეთანხმების შემთხვევაში, მზად არის, მათ საეთერო დრო დაუთმოს.

პირველი ასეთი დებატები უკვე გაიმართა 4 ოქტომბერს.

კანდიდატებისა და მათი საარჩევნო შტატების საყურადღებოდ – დებატების გამართვა შესაძლებელია სამშაბათს, 9 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე;

ოთხშაბათს, 10 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე;

ხუთშაბათს, 11 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე;

ორშაბათს, 15 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე;

ოთხშაბათს, 17 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე;

ხუთშაბათს, 18 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე;

ორშაბათს 22 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე;

სამშაბათს, 23 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე;

ოთხშაბათს, 24 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე და ხუთშაბათს, 25 ოქტომბერს 22:00-23:00 საათზე.